საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში წარადგინა პარლამენტში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

მოსმენა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. ირინა ფუტკარაძემ ისაუბრა 2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ სტრუქტურულ და ტექნიკურ ცვლილებებზე და ყურადღება გაამახვილა ახალ გადაცემებზე, რომელთა ეთერში გასვლა დადებითად აისახა მაუწყებლის ყურებადობაზე.

ამ წუთებში ირინა ფუტკარაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.