საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, ფარული კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით – ექვსი ხმით, ირინა ფუტკარაძე,  სამი წლის ვადით აირჩიეს.

ასევე, დღეს უნდა აერჩიათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც, რადგან მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება მიმდინარე წლის 17 აპრილს ეწურება, თუმცა თავმჯდომარის შერჩევა ვერ მოხერხდა, რადგან კანდიდატად დასახელებულმა, საბჭოს წევრებმა – გია ნიჟარაძემ და გიორგი იაკობაშვილმა, საკუთარ კანდიდატურას აცილება მისცეს.