საქართველოს პირველმა არხმა ახალი ტექნიკა შეიძინა, რაც ტექნიკური გადაიარაღების 45-მილიონიანი გეგმის ნაწილია.
კომპლექტში იქნება რედაქტორებისა და პროდიუსერების დიდი ნიუსრუმის კომპიუტერული სისტემა, რომლის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია.
როგორც არხის ტექნიკური დირექტორი გოჩა ქუმსიაშვილი აცხადებს, ახალი ტექნიკა პირველ არხს საშუალებას მისცემს, უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტების მიხედვით გადაიღოს, დაამონტაჟოს და დაარქივოს ახალი ამბები.
„პროექტის ფარგლებში შენდება რამდენიმე დიდი საეთერო-სარეჟისორო და ახალი ამბების გაშუქება ამის მეშვეობით მოხდება. ეს არის პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში და შეიძლება ითქვას, რომ ახლომახლო საზღვარგარეთაც კი, არ აშენებულა ასეთი დიდი და თანამედროვე საწარმოო კომპლექსი. შემოდგომა-ზამთარში ჩატარდება ინტენსიური ტრენინგები და ყველა თანამშრომელი აიმაღლებს კვალიფიკაციას“, – აღნიშნა გოჩა ქუმსიაშვილმა.