საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს პასუხი გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე

საზოგადობრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის, პირადად შეხვდეს პრეზიდენტს და დეტალურად განუმარტოს მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები, რათა გიორგი მარგველაშვილი სრულად იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილებების არსთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით – ასეთია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს პასუხი გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე.

“კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში ჩვენ მუდმივად ვხვდებოდით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს და ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას. მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე, – ვკითხულობთ მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.