საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი საქართველოში რიგით 63-ეა, ხოლო კახეთის რეგიონში – მეთორმეტე.
უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით 200-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო სერვისით ისარგებლებს.
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო.