ტრაგედია საგარეჯოში - დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

უმძიმესი ღამე მთელი ქვეყნისთვის.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 49 წლის ყოფილმა სამხედრომ პოლიციელი და ოთხი მეზობელი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ხუთი ადამიანიდან ოთხი ამ დრომდე კლინიკებში რჩება. მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ წუთებშიც იბრძვიან. მუცლის და ბარძაყის არეში დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. თვალზე მიყენებული დაზიანების გამო კიდევ ერთი დაჭრილის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.