საგარეჯოში სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

12:27, 24.02.2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება. ახალი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 637 ათასი ლარით დაფინანსდა.

 

მსგავსი