საზეიმო მიღება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კათოლიკურმა ეკლესიამ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

მიღებას როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის, ისე სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და რელიგიური ლიდერები დაესწრნენ. მსგავსი შეხვედრა მესამე წელია რაც საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით, ყოველ 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს იმართება.