მიღება აშშ-ის საელჩოში

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება აშშ-ის საელჩოში.

ეს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის რანგში ბოლო მიღებაა კელი დეგნანისთვის, რომელსაც წელს უფლებამოსილების ვადა ეწურება. სიტყვით მიმართვის დროს ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი დემოკრატიის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გააკეთა და ამ კონტექსტში ხაზი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ და მედია-პლურალიზმს გაუსვა. ელჩმა ისაუბრა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც. მიღებაზე ხელისუფლების პირველი პირები, მთავრობის და მმართველი პარტიის წევრები და ოპოზიციონერი ლიდერები იმყოფებიან.