საზეიმო მიღება თბილისობის აღსანიშნავად

თბილისობის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართა დედაქალაქის მერის სახელით. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე.

კიდევ ერთი მიღება გუშინ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის წევრთა პატივსაცემად გაიმართა. სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი კობახიძემ სამ ქვეყანას შორის მეგობრობისა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.