საზეიმო მიღება „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ წლის გახსნასთან დაკავშირებით
„ბრიტანეთი-საქართველო 2019“ წლის გახსნასთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. პროექტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
სამი თვის განმავლობაში თბილსიში, ბათუმში, ქუთაისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ფესტივალი, კინოჩვენებები ვორკშოპები და მასტერკლასები მოეწყობა.