„ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და უკრაინასთან ურთიერთობები იყო. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის თქმით, დიპლომატთან ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობის ახალ ფორმატში საქართველოს ჩართვის სურვილიც გამოხატეს.