დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადება

ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ფართო სასანქციო პაკეტის ინიციატორია, საქართველოსთან დაკავშირებულ მძიმე ბრალდებას პირველად ეხმაურება.

დიდი ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ მისი ქვეყნის დაზვერვა არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ჩვენი ქვეყანა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი სანქციების მოქმედებაში საქართველოს როლს აღნიშნავს და ხაზს უსვამს, რომ შესაბამისი უწყებები შეზღუდვების ავლის ადგილად ქცევის პრევენციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. მაგალითად, სახელდება „ვითიბი ბანკის“ დახურვა. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უკრაინის დაზვერვის უწყებამ და რამდენიმე უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საქართველო სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის კონტრაბანდული იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ოფიციალურ თბილისს ფაქტები და მტკიცებულებები ამ დრომდე არ მიუღია.