თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საზეიმო ლიტურგია ზუგდიდში, სადაც მსახურებას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე უძღვებოდა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი იგალობეს. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საქართველოს გამთლიანება და უკრაინას მშვიდობა უსურვა.