საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კლინიკების დაფინანსების წესი იცვლება. თუ მანამდე საავადმყოფოები სამედიცინო სერვისებისთვის წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ფიქსირებულ თანხას იღებდნენ, ახლა უკვე კონკრეტული საჭიროებისთვის თანხა სპეციალური ფორმულით დაითვლება, რომლის განხილვაში საავადმყოფოებიც არიან ჩართული. პროცესში რამდენიმე ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობა, ასევე ინფლაციის დონე. დაფინანსების ახალი მოდელის შედგენა კლინიკების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.