მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, პროექტ „ლოგ ინ ჯორჯია“-სთვის 35.7 მილიონი ევროს დაფინანსება გამოყო. პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან, რითიც სარგებელს დაახლოებით 500 000 ადამიანი მიიღებს.