საწვავის ხარისხის კონტროლი

არასახარბიელო შედეგებით დასრულდა ქართულ ბაზარზე საწვავის ხარისხის მონიტორინგი.

დიზელის და ბენზინის რამდენიმე სინჯში დარღვევები გამოვლინდა. ნიმუშები ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 100 სადგურიდან აიღეს. მათ შორისაა როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული სადგურები. ლაბორატორიული კვლევები მავნე გამონაბოლქვის შემცირების და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პერმანენტულად ტარდება. კონტროლი საწვავის ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვის შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა. თუმცა, სფეროს სპეციალისტები მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვენ.