შეხვედრა საწვავის ხარისხისა და საავტომობილო სფეროში არსებულ ვითარებაზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, დღეს, საწვავის ხარისხისა და საავტომობილო პარკის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სპეციალისტებმა ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. “ნავთობპროდუქტები იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მიზეზი, არა ქვეყანაში იმპორტირებული საწვავია, არამედ ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთავრობამ ახალი ავტომობილების წახალისება უნდა მოახდინოს, რაც განბაჟების გადასახადის შემცირებაში, ან საერთოდ გაუქმებაში გამოიხატება.