ბენზინისა და დიზელის ხარისხი საქართველოში

ბენზინისა და დიზელის ხარისხის კვლევამ აჩვენა, რომ 92 სინჯიდან, ყოველ მესამე ნიმუშში გოგირდის გადამეტებული შემცველობაა. კვლევა აპრილში  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საწვავის ხარისხთან დაკავშირებული არსებული საჯარიმო ზომები, საკმარისი არ არის და აუცილებელია მათი გამკაცრება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბენზინისა და დიზელის კვლევას 2018 წლიდან აწარმოებს.