სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები იზრდება.
კიდევ უფრო გაძვირდა ბენზინი და დიზელი. ინფლაციის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა. ერთადერთი პოზიტიური ცვლილება სავალუტო ბაზარზეა. დღეს ლარი დოლართან მიმართებით შედარებით გამყარდა. საწვავის ღირებულების შესამცირებლად ოპოზიცია მთავრობას საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ურჩევს. საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები აქვს ხელისუფლებას, რომელიც ფასების მკვეთრ ზრდას უკრაინაში მიმდინარე ომით და გლობალური გამოწვევებით ხსნის. ვარაუდია, რომ წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციის დონე ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდება. საიმედო პროგნოზია საწვავის ფასთან დაკავშირებითაც.