მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება ჩაატარა. ვაზიანის პოლიგონზე ქვედანაყოფის ამოცანა იყო წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება. საველე სწავლება ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მეხუთე საარტილერიო ბრიგადის დამკვირვებლებმა სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.