სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2023“-ის ფარგლებში  ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა. მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ქვედანაყოფების მხარდაჭერით  მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა.

სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებასა და ამოცანით მართვის უნარების დახვეწას.  სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთის სარდლობის, ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და ლოჯისტიკის სარდლობის ქვედანაყოფები. „ქარიშხალი 2023“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.