საარტილერიო სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. გეგმიური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ეტაპზე სამხედროებმა ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.