ქალთა სავალდებულო კვოტირების საკითხმა პარლამენტისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა. პრემიერის მოწოდების მიუხედავად, დოკუმენტმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დროს ყველა პარტია ვალდებულია, საარჩევნო პროპორციულ სიაში გენდერული ბალანსი დაიცვას და ყოველი მეორე კანდიდატი გასხვავებული სქესის იყოს. თუმცა კანონპროექტს მმართველ პარტიაში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. პოზიციები არაერთგვაროვანია ოპოზიციონერ დეპუტატებს შორისაც.