„თბილისი პრაიდის“ განცხადება - შეფასებები

ისევ განხილვის თემაა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის“ კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, „თბილისი პრაიდი“ საზოგადოების ნაწილთან ერთად ქუჩაში გასვლას და აქციების დაწყებას აანონსებს. ოპოზიციის ნაწილისთვის გაუგებარია, რის გაპროტესტებას აპირებს მოძრაობა, მაშინ როდესაც კანონპროექტის შინაარსი ჯერ კიდევ უცნობია. მმართველ გუნდში კი პროვოკაციის მცდელობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კონკრეტული ჯგუფების ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება.