სატრანსპორტო რეფორმის ახალი ეტაპი

თბილისის ავტობუსების პარკი კიდევ უფრო გაფართოვდება.

მალე დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვა. პოლიტკოვსკაია-სამგორი, ბარათაშვილის ქუჩა-გლდანი, ბარათაშვილის ქუჩა დიდი დიღომი – სატრანსპორტო საშუალებები სამ მარშრუტზე იმოძრავებენ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მერიაში ამტკიცებენ, რომ „მანის“ ფირმის თანამედროვე და 164 მგზავრზე გათვლილი ავტობუსების გამოჩენამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა 30%-ით გაზარდა. დედაქალაქის მთავრობამ ჯამში 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა, რომლებსაც თბილისში წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩამოიყვანენ.