წლის ბოლომდე ავტობუსების პარკი 18-მეტრიანი ახალი სატრანსპორტო საშუალებებით შეივსება.
დიდი ტევადობის ავტობუსები ყველაზე გადატვირთული ხაზებისთვისაა გათვალისწინებული და თითოეული მათგანი 150-მდე მგზავრს მოემსახურება. თანამედროვე ავტობუსების შემოყვანა წლებია, ეტაპობრივად ხდება, რაც სატრანსპორტო რეფორმის შემადგენელი ნაწილია. სიახლეა ისიც, რომ ზაფხულიდან ავტობუსების ზოლში ტაქსების ნაწილსაც შეეძლება მოძრაობა.