სექტემბრიდან ფერმერებისთვის გათვალისწინებული ახალი პროგრამა ამოქმედდება. საუბარია სასათბურე მეურნეობების ხელშემწყობ პროექტზე. ფერმერებს სახელმწიფო სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. პროგრამა მეწარმეების ხელშესაწყობად და დასაქმების გასაზრდელად გრანტის გაცემასაც გულისხმობს. განაცხადების მიღება უახლოეს პერიოდში დაიწყება. მოლოდინია, რომ მიმართვიანობა მაღალი იქნება. პროგრამის ამოქმედებას წინ ფერმერებთან კონსულტაციები უძღოდა.