მალე თბილისსა და რეგიონებში მოტოციკლეტით მოძრავი სასწრაფო დახმარების ექიმები გამოჩნდებიან.
დასავლურ პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდის ქართულ რეალობაში დანერგვის მთავარი მიზანი ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოპერატიული სამედიცინო დახმარებაა. მითუმეტეს, რომ ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევა, როცა საცობების, გეოგრაფიული მდებარეობის ან რთული გზების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა დანიშნულების ადგილამდე დროულად ვერ მიდის.