სასტუმრო „ველმონდი“ სტუმრების მიღებას წყვეტს

სასტუმრო ველმონდისთვის მიცემული ვადა უკვე ამოიწურა. შენობა 18 საათისთვის სტუმრებისაგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. დაწესებულება დამსვენებლების და ვიზიტორების მიღებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს. რა დროში შეძლებს სასტუმრო შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, ველმონდის ადმინისტრაციას დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. სტუმრები კი ბათუმის შესაბამისი დონის სასტუმროებში გადაანაწილეს.