„ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ახლობლებმა დაღუპულები გაიხსენეს და სასტუმროს წინ ყვავილები და სანთლები მიიტანეს. სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გასული წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 მოქალაქე დაიღუპა. სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი, ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. სასტუმრო “ლეოგრანდი” უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ორჯერ დაიხურა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა 43 რეკომენდაცია მისცა მენეჯმენტს. თავდაპირველად სასტუმრომ რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, თუმცა მეორედ დახურვის შემდეგ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნებს მენეჯმენტი დაემორჩილა და ეტაპობრივად მათი შესრულების პირობა დადო. სასტუმრო ამჟამად “ველმონდის” სახელით ფუნქციონირებს