„ველმონდისთვის” მიცემული ვადა

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდის”, ყოფილი „ლეოგრანდის” მენეჯმენტი შენობის დაცლას იწყებს. თხოვნის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და სასტუმროს დასახურად დაწესებული ვადა ძალაში დატოვა. შესაბამისად, ხვალ, საღამოს ექვს საათამდე ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს სასტუმრომ, სადაც ნოემბერში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. თუმცა მასშტაბური ხანძრიდან ექვსი თვის შემდეგ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ისევ არ არის დაცული. მთავარ გამოწვევად კვლავ კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობა სახელდება. ამ დროისთვის „ველმონდში” 300-ზე მეტი დამსვენებელია, ნომრები კი ოქტომბრის ჩათვლით არის დაჯავშნილი.

დატოვე კომენტარი