სენაკის თეატრის ორგანიზებით პირველი სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა იმართება. გახსნის ცერემონიაზე თეატრის გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო ორი მუსიკალური ნომერი სპექტაკლიდან „ჩიპოლინო“ და ანსამბლ „მეგას“ ქართული სახუმარო ცეკვა.
ოლიმპიადა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 27 მარტს დაიწყო და 2 აპრილს სპექტაკლით „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ დაიხურება, რის შემდეგაც საზეიმო დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ჯამში 200-მდე სკოლის მოსწავლე 13 სპექტაკლს წარმოადგენს.