თურქეთის მაარიფის ფონდის ორგანიზებული სასკოლო ოლიმპიადა

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში თურქეთის მაარიფის ფონდის მიერ ორგანიზებული პირველი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

კონკურსი „MAGIS ოლიმპიადა“ მოიცავდა შემდეგ დისციპლინებს. ინგლისური ენა, მათემატიკური უნარები და სტემის საგნები, ქიმია,ფიზიკა, ბიოლოგია. ოლიმპიადაში 400ზე მეტი სკოლის 750-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები და ციფრული პლანშეტები. პლანშეტები დაურიგდათ პირველ ოცეულში მოხვედრილ მოსწავლეებსაც. ეს მაარიფის ფონდის პირველი საქველმოქმედო ღონისძიება იყო, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა წახალისებას. თურქეთის მაარიფის ფონდი ამ მიმართულებით საქართველოში სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.