სასკოლო ოლიმპიადა ფრენბურთში 

საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ფრენბურთში  მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ შეჯიბრში ქვეყნის სახელით საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდი ასპარეზობდა.

ფრენბურთელ გოგონებს ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე შეხვდნენ.