2017 წლის სასკოლო ოლიმპიადა

2017 წლის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული ფუტსალში თბილსის 149-ე საჯარო სკოლა გახდა. გუნდმა მე-2 საჯარო სკოლა ფინალურ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას დედაქალაქის მერი კახი კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. სასკოლო ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია და მასში მონაწილეობა 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში ჩატარდა და გამარჯვებული მოსწავლეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.