სასკოლო ოლიმპიადებში, სავარაუდოდ, დაბალი კლასების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან

მომავალი წლიდან სასკოლო ოლიმპიადებში უფროსკლასელებთან ერთად, სავარაუდოდ, დაბალი კლასების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

განათლებისა და სპორტის სამინისტროები სამი წლის წინ დაწყებული პროექტის გაფართოებას გეგმავენ, რის შედეგადაც მასში ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩაერთვება.

ასევე იგეგმება სპორტის გაკვეთილების დამატება. თუმცა, ეს ყველაფერი შესაბამის ინფრასტრუქტურას და თანხებს მოითხოვს.

ილია კილაძის სიუჟეტი.