სასჯელის გამკაცრება

პარლამენტმა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ სასჯელის ზომები გაამკაცრა.

ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 10 წლიდან განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახედ 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში – 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგადვე გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისთვის.