პარლამენტთან პროტესტი გრძელდება.
ამჯერად აქციას ორგანიზაციები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ მართავენ. მათ გამოსვლები ცალ-ცალკე დაგეგმეს და შესაბამისად, ორი აქცია სხვადასხვა დროს დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ამჯერად აღარ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მოთხოვნა არ იცვლება – ადგილზე შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე უარი თქვას.