პანდემიის გამო, განსხვავებული იყო საშობაო მსვლელობა გორშიც. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი მაინც შეიკრიბა, თუმცა ალილოში წელს მონაწილეობა მხოლოდ სასულიერო პირებმა მიიღეს. არ ყოფილა არც ბაირაღები და არც საშობაო საგალობლები. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ქალაქის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობას ქრისტეშობა მიულოცა. მან მრევლს ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ყველა განსაცდელის დაძლევა.