კულტურის სამინისტრო სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსის გადაცემას განაგრძობს.
ამჯერად ექვსი ხევსურული ჯუბა ანსამბლმა „ურმულმა“, 25 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი და 12 სასცენო კაბა კი ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „როკვამ“ მიიღო. ახალი სასცენო სამოსი ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ წარმატებით საქმიანობს და არის არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალზე სხვადასხვა პრიზის მფლობელი. კვინტეტი „ურმული“ კი წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის რეპერტუარი მოიცავს ქართული ხალხური მუსიკის ნიმუშებსა და ხელმძღვანელის, ნუგზარ-დავით ქავთარაძის საავტორო ნაწარმოებებს.