ტრადიციული სასცენო სამოსი „ბერმუხასთვის“

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „ბერმუხას“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. მათ შორის არის 17 კომპლექტი ჩაქურა და ერთი აჭარული სასცენო კაბა. ღონისძიება ხულოს კულტურის ცენტრში გაიმართა და მას კულტურის მინისტრიც ესწრებოდა. თეა წულუკიანმა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ანსამბლი „ბერმუხა“ 1981 წელს შეიქმნა და 18 წევრისგან შედგება. მათგან ყველაზე უფროსი 99 წლისაა. უხუცესები თვითნასწავლი მოცეკვავეები არიან.