შეხვედრა ანსამბლ „სახიობასთან“

კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „სახიობას“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას მინისტრი, ანსამბლ „სახიობას“ წარმომადგენელი და წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე დაესწრნენ.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველ სემესტრში 12 სხვადასხვა ანსამბლის ხელოვანებს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნებათ.

სასცენო სამოსის შესაძენად ტენდერი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. ტრადიციული სასცენო სამოსის შეკერვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ უზრუნველყოფს.