კულტურისა სამინისტრომ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ანსამბლს ცეკვა „ყაზბეგურის“ 16 ჩოხა და „ფარცას“ 12 კაბა გადაეცა. ახალი სასცენო სამოსის შეკერვისთვის კულტურის სამინისტრომ 12 864 ლარი გამოყო.