სასაზღვრო პოლიცის დაშავებული თანამშრომლები თელავის კლინიკებში მკურნალობენ
დაშავებული ხუთი სასაზღვრო პოლიცის თანამშრომელი თელავის კლინიკებში გაანაწილეს. მათგან ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კიდევ ერთი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ექიმის თქმით, ხუთივე დაშავებული სტაბილურად მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დღესვე დაშავებულები სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მოინახულა. დავით კეკელიძის თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.