ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ საქმის გარშემო სამართლებრივი დავა, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება. მოსამართლის გადაწყვეტილებას ქალაქის მერია არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
სასამართლო დისკრიმინაციად მიიჩნევს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მუსლიმ თემს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე შერჩეულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ მისცეს.