შეხვედრა მუსლიმ თემთან

საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, აფასებს მუსლიმი თემის შრომას, თავდადებას და თავის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გააკეთებს არსებული ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად.

საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოა და თქვენ, ყოველდღიური შრომით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, გაძლიერებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურს, მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს ყურანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, მუსლიმი ჯარისკაცებისთვის გამოიცა.