ახალქალაქში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
საგამოძიებო უწყებამ ხუთივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარუდგინა.
ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
რაც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომელთაც გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, მათი პროცესი დღეს გადაიდო.