ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულების გამოკითხვა

ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულების გამოკითხვა მიმდინარეობს ტრავმატოლოგიურ კლინიკაში. საუბარია ორ პირზე. გამომძიებლების შეკითხვებს ისინი უკვე საათზე მეტია პასუხობენ.

ადვოკატების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინციდენტში მონაწილე პირების შესახებ ინფორმირებულა, თუმცა ამ დრომდე არავინ არის დაკავებული.