ენზელ მკოიანის უფლებადამცველის განცხადება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანსის ადვოკატის განცხადებით, დეპუტატის მიმართ მუქარა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ტარიელ მურმანიშვილის განმარტებით, ენზელ მკოიანის მობილურ ტელეფონზე მუქარის ზარი 30 აგვისტოს შევიდა, სადაც მას ხუთი მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ან მისი ახლობელი ადამიანის ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ადვოკატის განმარტებით, ზარი რუსული ნომრიდან დაფიქსირდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავს დიპლომატიურ კორპუსთან.